ქართული

ქართული

მინიხანოვი თავისი ცოლის კმაყოფაზეა 

თათრეთის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის ცოლმა – გულსინამ 2021 წელს თავის მეუღლეზე 20 ჯერ მეტი გამოიმუშავა.

თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შემოსავალმა შარშან შეადგინა 8,6 მლნ რუბლი (2020 წელს – 8,2 მლნ რუბლი). ხოლო მისი ცოლის შემოსავალმა 2021 წელს შეადგინა 166,6 მლნ რუბლი (ხოლო 2020 წელს — 213,1 მლნ რუბლი). ამის თაობაზე წერს საიტი «Idel.Реалии».

მინიხანოვის სარგებლობაშია 263 კვ. მ  საცხოვრებელი სახლი და 415 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, რომელთა მფლობელია მისი ცოლი. თავად ის არ ფლობს უძრავ ქონებას და ავტომობილებს.

გულსინე მინიხანოვას ეკუთვნის 1 776, 415 და 363 კვ. მ. ფართობის სამი მიწის ნაკვეთი, სტუმრების სახლი 110,7 «კვადრატის» ფართობის, სახლი 263 «კვადრატი», და აგრეთვე 174,6 კვ. მ. ფართობის და ბინა და  საპარკინგე ადგილი.

Корреспондент

Leave a Reply